არჩილ ტატუნაშვილის მამას ხვალ მცხეთის პროკურატურაში დაკითხავენ
ამობეჭდვა · 15 / 04 / 2018 23:17 · 106 ნახვა
არჩილ ტატუნაშვილის მამას ხვალ მცხეთის პროკურატურაში დაკითხავენ

ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამას, ხვალ მცხეთის რაიონულ პროკურატურაში დაკითხავენ.

გივი ტატუნაშვილი, საგამოძიებო ორგანოში დღის 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

როგორც მოკლული გმირის მამა ამბობს, მისი პროკურატურაში დაბარების მიზეზი, მათი ვერსიებია, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას უკავშირდება.

ტეგები