„ჩემი ფაქსიმილე ჩემი ნებართვის გარეშე გამოიყენა“ - გედევან ფოფხაძე სოფიო კილაძეზე
ამობეჭდვა · 15 / 04 / 2018 23:31
„ჩემი ფაქსიმილე ჩემი ნებართვის გარეშე გამოიყენა“ - გედევან ფოფხაძე  სოფიო კილაძეზე

დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რომელიც უმრავლესობას საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო გაემიჯნა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფიო კილაძესთან კონფლიქტის დეტალების შესახებ "იმედის კვირასთან" საუბრობს.

ფოფხაძის თქმით, მასსა და კილაძეს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი ფაქსიმილეს უნებართვოდ გამოყენება გახდა. 

"მოხდა რაღაც კონფლიქტი ჩვენ შორის, მივლინებაში ყოფნის დროს ჩემი ფაქსიმილე ჩემი ნებართვის გარეშე გამოიყენა, მე ვერ გავიგე ეს რატომ გააკეთა და აღარ მაინტერესებდა ამ ადამიანთან ურთიერთობა. მოვიკითხე, ვთქვი "ხალხო ამას რატომ აკეთებს ეს ადამიანი?", ეს ხომ სისხლის სამართის დანაშაულია", - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

ტეგები