გერმანიის პრეზიდენტს რუსეთის მტრად გამოცხადება არ სურს
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 10:51
გერმანიის პრეზიდენტს რუსეთის მტრად გამოცხადება არ სურს

გერმანიის პრეზიდენტი მთელი რუსეთის და მისი მოსახლეობის მტრად გამოცხადების წინააღმდეგია. ამის შესახებ Deutsche Welle-ზე დაყრდნობით "იმედინიუსი"  წერს.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, მთელი ქვეყენა ხელისუფლებასთან არ უნდა გააიგივონ. პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებიდან რუსეთის ჩამოშორებით შეშფოთებულია.

შტაინმაიერმა გერმანელ პოლიტოკოსებს ამ ფაქტისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდა. ამასთან, მან მოსკოვსა და ვაშინგტონს სირიის შესახებ დიალოგისკენ მოუწოდა. "თუ ისინი ამ საკითხზე ერთმანეთთან საერთო ენას ვერ გამონახავენ, სირიაში ვითარების გაუმჯობესებს შანსი ნულის ტოლი იქნება"- განაცხადა შტაინმაიერმა.

14 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე. ეს იყო კოალიციის პასუხი სირიის დედაქალაქის შემოგარენში, დუმაზე მიტანილ ქიმიურ შეტევაზე, რაშიც ისინი ასადის სამხედროებს ადანაშაულებენ.

ტეგები