"სოციალ-დემოკრატები" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად იყრიან კენჭს
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 13:13
"სოციალ-დემოკრატები" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად იყრიან კენჭს

საქართველოს სოციალურ-დემოკრატიული პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „სოციალ-დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს ინფორმაციას.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, სოციალ-დემოკრატები პარლამენტში ახლო მომავალში ძალიან ბევრ საკანონმდებლო ინიციატივას დააყენებენ განსახილველად, მათ შორის: საპენსიო რეფორმის ალტერნატიული ვარიანტს, საგადასახადო ინიციატივებს, ასევე, ეკონომიკასთან და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ინიციატივებს.

“რატომ ვართ პოლიტიკაში? – იმიტომ რომ, ჩვენი ხედვები განვახორციელოთ. თუ ამას არ ექნება მხარდაჭერა და არც იქნება საფუძველი მომავალი დისკუსიისა, მაშინ გადაწყევტილებას მივიღებთ, რომ დამოუკიდებლად გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ მთავარი რა არის ამ შემთხვევაში… მთავარი არის არჩევნებში როგორ მიიღებ მონაწილეობას. მე დღესაც შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებში ვაპირებთ დამოუკიდებლად მონაწილეობსი მიღებას,” – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ნეტგაზეთი ინფორმაციის დასაზუსტებლად დაუკავშირდა პარლამენტის წევრს, რომელმაც დაადასტურა, რომ სოციალ-დემოკრატებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დამოუკიდებლად მონაწილეობა აქვთ გადაწყვეტილი.

ტეგები