ერევანში მასობრივი აქციები მიმდინარეობს - პოლიცია მომიტინგეებს დაუპირისპირდა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 14:38

ერევანში  სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე ათასმა ადამიანმა სომხეთის დედაქალაქის ცენტრალური მოედნები და ქუჩები გადაკეტა.

სამართალდამცავებმა გადაკეტილი ტერიტორიების გახსნა სცადეს, რასაც დემონსტრანტების წინააღმდეგობა მოჰყვა. ძალოვანებმა ერთ-ერთი სატრანსპორტო გზის დემონსტრანტებისგან გათავისუფლება შეძლეს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ინიციატორია მოძრაობა „ჩემი ნაბიჯი,“ რომელსაც ხელმძღვანელობს სომხეთის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი. მომიტინგეები სომხეთის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის შესაძლო არჩევას აპროტესტებენ. 

ტეგები