"ცანცარა" მინდიდა დამეწერა, მაგრამ ამ საზარლობის ფონზე რაღაც მხიარული სიტყვაა", - გია ვოლსკი ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 16:00 · 636 ნახვა
"ცანცარა" მინდიდა დამეწერა, მაგრამ ამ საზარლობის ფონზე რაღაც მხიარული სიტყვაა", - გია ვოლსკი ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"25 წლის გოგო, საკუთარი შვილების თვალწინ მოკლა!!! შეწყალება ზოგადად ჰუმანური აქტია და ვერც ყველაფერს გათვლი, მაგრამ გათვლას და შესწავლას საერთოდ რომ არ ჰქონია ადგილი ესაა შეუწყნარებელი!კაცი სასჯელს იხდიდა "ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის". თუკი ინფანტილური და უპასუხისმგებლო არა ხარ, ხომ უნდა იკითხო რატომ უთხრა "უდოს" კომისიამ უარი მსჯავრდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, არა ერთხელ, რაც უკვე დამაფიქრებელია, არამედ ექვსჯერ!!!
"ცანცარა" მინდიდა დამეწერა, მაგრამ ამ საზარლობის ფონზე რაღაც მხიარული სიტყვაა!!", - წერს ვოლსკი.

ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 1972 წელს დაბადებული ბაქრაძე 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული. პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა, - ამის შესახებ 14 აპრილს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შინაგან მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

ტეგები