„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მალე მოხდება
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 17:04
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მალე მოხდება

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ინვესტორთა საბჭოსა და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანულ კანონპროექტთან დაკავშირებით გაიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მხარეებისგან ორგანულ კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები მოისმინა.

ოთარ დანელიას განცხადებით, შეხვედრაზე კანონპროექტის მიზნები და კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციები განიხილეს.

„აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანულ კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაასრულა. ინიცირებამდე, შეხვედრები დაგეგმილი გვაქვს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბანკების ასოციაციის და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან,“- განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ორგანული კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში მიმდინარე თვეში მოხდება.



 

ტეგები