ბავშვების წინ დედის მოკვლას სიურპრიზი უწოდო და კიდევ დაგვიანონსო, სცდება ადამიანობას - პრეზიდენტი
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 18:24 · 530 ნახვა
ბავშვების წინ დედის მოკვლას სიურპრიზი უწოდო და კიდევ დაგვიანონსო, სცდება ადამიანობას - პრეზიდენტი

საქართვეკლოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა  შეწყალების პოლიტიკასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისკრიტიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით შეწყალების პოლიტიკა უაღრესად მკაცრია.

"მესმის, რომ პოლიტიკოსებს უჩნდებათ სურვილი, პოლიტიკური მიზნით გამოიყენონ გარკვეული მოვლენები, მაგრამ სიურპრიზი უწოდო და სიურპრიზად აღიქვა ორი ბავშვის წინ დედის მოკვლა და შეეცადო ეს გაათამაშო, ასე ვთქვათ, შენს პოლიტიკურ თამაშში და ასეთ მოვლენას უწოდო სიურპრიზი და კიდევ დაგვიანონსო მსგავსი სიურპრიზები, ჩემი აზრით, სცდება საერთოდ ღირებულებით განცდას ადამიანში.  ასე რომ, როდესაც პოლიტიკური კომენტარი სცდება ადამიანობის და ცივილიზებულობის ყველა ზღვარს, მე ამასთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს ვიტყვი”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მანამდე უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ „ჩემი წინასწარმეტყველება ახდა. კიდევ შემიძლია დავაანონსო, რომ შეწყალების საკითხებში ჩვენ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველის ალბათ, იმდენად არაკომპეტენტურად ან არაკვალიფიციურად აქვს შეწყალების კომისიას და პრეზიდენტ მარგველაშვილს ეს შეწყალებები გაკეთებული“.

ტეგები