ბარნოვის ქუჩაზე მოკლულის მამა დამნაშავის სამუდამო პატიმრობას ითხოვს
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 19:09
ბარნოვის ქუჩაზე მოკლულის მამა დამნაშავის სამუდამო პატიმრობას ითხოვს

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თამარ გამრეკელაშვილის მამა, მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. მისი თქმით, ვეფხია ბაქრაძეს უვადოდ პატიმრობა უნდა შეეფარდოს.

მოკლულის მამა მისი შვილიშვილებისათვის, რომლებიც დედის მკვლელობას შეესწრნენ,  ფსიქოლოგის დახმარების გაწევას ითხოვს.

შეგახსენებთ, 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე  25 წლის ქალი, ორი მცირეწლოვანი შვილის წინ მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულია მამინაცვალი, ვეფხვია ბაქრაძე.გამოძიება 11-109 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ტეგები