"როგორ ამართლებს იმ უბედური გოგონას მკვლელ ნაძირალას?!" - ცოტნე გამსახურდია ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 20:04
"როგორ ამართლებს იმ უბედური გოგონას მკვლელ ნაძირალას?!"  - ცოტნე გამსახურდია ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

"ეს წესიერად მოუტ....ი მაყვალა კოორდინატორების მოდგმა როგორ ამართლებს იმ უბედური გოგონას მკვლელ ნაძირალას?! შერიგებოდა მერე, რა მოხდაო...

ხალხი, რომელმაც თანაგრძნობა, ღირსება, სამართალი, სიყვარული არ იცის რა არის... მუდამ ძალის მხარეს არიან: ოჯახშიც, სამსახურშიც, პოლიტიკაშიც. ფეხეზე ჰკიდიათ ადამიანური გრძნობები, პრინციპები, სიმართლე, მორალი (თუმც ხშირად მორალისტობენ). მუდამ ისე იქცევიან, როგორც საქმეს ჭირდება. არა, დიდი კი არაფერი გეგონოთ: მათი დაფხავებული, გაცრეცილი ტყავის ახლო პერსპექტივაში გადარჩენის საქმეს. გრძელვადიან განვითარებაზე ვერ ფიქრობენ, არც იციან რა არის.

და ასეთებზე დგას აქ საზოგადოებრივი ბოროტება, უსამართლო და კორუმპირებული სახელმწიფო პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. სწორედ ასეთები მუშაობენ ძირითადად სახელმწიფო უწყებებში თუ საბიუჯეტო ორგანიზაციებში და მზად არიან თვალი დახუჭონ თუ გაამართლონ ყველაფერი, რაც მათ ორ ლუკმა პურს შეუნარჩუნებს თუნდაც ყველა დანარჩენის ხარჯზე.

არ ვაჭარბებ, დამერწმუნეთ. იქ სხვანაირი ვერ გაჩერდება. სხვანაირები ან კერძო სექტორში მიდიან ან უცხოეთში, ან სახლში ზიან და საკუთარ ბედს მისტირიან", - წერს გამსახურდია.

ტეგები