აიზეკ აზიმოვის “დაფუძნების” ციკლის მიხედვით სერიალს გადაიღებენ
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 21:49 · 27 ნახვა
აიზეკ აზიმოვის “დაფუძნების” ციკლის მიხედვით სერიალს გადაიღებენ

სამეცნიერო ფანტასტიკური ლიტერატურის ცნობილი წარმომადგენლის, აიზეკ აზიმოვის “დიდი დაფუძნების” მიხედვით სერიალს შექმნიან. Apple-მა შესაბამისი ინფორმაცია სამშაბათს გაავრცელა. სცენარისტი დევიდ ს. გოიერი იქნება, ხოლო პროდიუსერი ჯოშ ფრიდმანი.

წიგნი გალაქტიკის იმპერიაში საერთო წესების დაცვაზე და მათში ადამიანების ადგილზე მოგვითხრობს. ნაწარმოების ცენტრში ჰარი სელდონი დგას, რომელიც მძიმე დროების დადგომისას საუკეთესო გონების მქონე მეცნიერებს შეკრებს, რათა “დაფუძნება” დააარსონ.

აქამდე უკვე შექმნილა ამ ციკლის მიხედვით სერიალი, ისევე როგორც აზიმოვის სხვა რომანებზე გადაღებულია მხატვრული თუ სატელევიზიო ფილმები. 

ტეგები