17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 22:15 · 319 ნახვა
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ეცადეთ სამსახურში მეგობრული გარემო შექმნათ, შინ - ჰარმონიული. ნუ აურევთ ერთმანეთში პირად ცხოვრებასა და კარიერას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

კურო
კარგი დღეა ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, საყიდლებისთვის. დღეს გაგიმძაფრდებათ სურვილი კომფორტისა და სილამაზისადმი.

ტყუპი
მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას. ნუ ენდობით ყველას რჩევებს, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. საღამოს გემრიელობებით გაინებივრეთ თავი.

კირჩხიბი
ყური დაუგდეთ სხეულისა და სულის მინიშნებებს. დაღამებამდე მუშაობა და მთელი დღე საჭის მართვა სიკეთეს არ მოგიტანთ, მეტად დაისვენეთ. ნუ აფეთქდებით უმნიშვნელო საკითხებზე.

ლომი
აკონტროლეთ ემოციები. დაზოგეთ ენერგია. ნუ გაიხსენებთ იმ მომენტებს, რომლებიც ტკივილს გაყენებთ. საღამოს გვიანობამდე სამსახურში ნუ გაჩერდებით. გაატარეთ დრო იქ, სადაც კომფორტს შეგიქმნიან.

ქალწული
ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. ისეთ რამეს ნუ იტყვით, რომ თავად შეგრცხვეთ. შეიძლება შეგეცვალოთ შეხედულება, გემოვნება.

სასწორი
თუ საქმეებს (სამსახურის, საოჯახო) ვერ დაასრულებთ, უფროსთან და მეუღლესთან კონფლიქტს ვერ გაექცევით. მოსალოდნელია დაძაბულობა კონკურენტებთან. მუშაობისას იყავით დაკვირვებული.

მორიელი
განსაკუთრებული დაკვირვება გმართებთ, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია ფიზიკურ აქტიურობასთან, ტექნიკასთან. აგრეთვე, სიფრთხილე გმართებთ შორ მანძილზე მგზავრობისას.

მშვილდოსანი
ეცადეთ, გრძნობების გამო არ გაიფუჭოთ სამსახურის საქმეები. ზომიერება გმართებთ ვარჯიშისას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან.

თხის რქა
მოერიდეთ თამამ ინიციატივებსა და სიახლეებს. აგრეთვე, გადატვირთვას, როგორც ფიზიკურსა და გონებრივს, ასევე სტრესს.

მერწყული
მხოლოდ გადაუდებელი საქმეები შეასრულეთ. ზედმეტი ვალდებულებებით ნუ დაიტვირთავთ თავს. ნუ გაართულებთ ურთიერთობას კოლეგებთან. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან.

თევზები
მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას, სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესებას. მიეცით შვილებს უფლება მეტად გამოავლინონ ინდივიდუალიზმი.

ტეგები