დედი, მიშველეო და ვერ ვუშველე, ერთადერთი შვილი მომიკლეს - ლადო ქევხიშვილის დედა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 22:45
დედი, მიშველეო და ვერ ვუშველე, ერთადერთი შვილი მომიკლეს - ლადო ქევხიშვილის დედა (ვიდეო)

სამი ნიღბიანი საღამოს შემოგვეჭრა სახლში. მე მარანში ჩამკეტეს. ჩემი შვილი დახმარებას მთხოვდა, მაგრამ ვერ ვუშველე. ამის შესახებ, მოკლული ლადო ქევხიშვილის დედამ გადაცემაში "თავისუფალი სივრცე’’ განაცხადა.

,,დედი, მიშველეო და ვერ ვუშველე. თავში ჩაარტყეს, გათიშეს. ვერ დავეხმარე,რაც თანხა ჰქონდა წაიღეს. სამი ადამიანი აწამებდა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. არავინ პატრონი არ მყავს. ერთადერთი შვილი მომიკლეს,’’- მოკლული ლადო ქევხიშვილის დედა.

შეგახსენებთ,რომ გურჯაანის რაიონში,სოფელ კალაურში 54 წლის ლადო ქევხიშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ კი მოკლეს.


 

წყარო: პრაიმტაიმი

ტეგები