ბარნოვის ქუჩაზე მოკლული გოგოს შვილები ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ არიან
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 23:47
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული გოგოს შვილები ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ არიან

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის შვილები ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. ამის შესახებ მოკლულის მამამ, ზვიად გამრეკელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა და შემდგომი გართულებების თავიდან არიდების მიზნით, ჯერჯერობით ოჯახი მათი ნახვისგან თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, მამინაცვალმა ყელი გამოჭრა. ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სსსკ 11-109 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ტეგები