პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება
ამობეჭდვა · 17 / 04 / 2018 10:04
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება

22 აპრილის ჩათვლით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით. 
 
რეგისტრაცია წარმატებით მიმდინარეობს მცხეთის რაიონში მდებარე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში, სადაც ძირითადად სოფლის მეურნეობის მიმართულების სპეციალობები ისწავლება.  კოლეჯს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის პირველი მოადგილე ეწვივნენ, სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს და სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდნენ.  
 
სოფელ წინამძღვრიანთკარში, პროფესიული სასწავლებლის სრული რეაბილიტაცია გასულ წელს განხორციელდა და აღსდგა საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის ილია წინამძღვრიშვილის მიერ 1883 წელს, საკუთარ მამულში, თავისი ხარჯითა და საზოგადოების დახმარებით, გახსნილი სასოფლო–სამეურნეო სასწავლებელი. ამ ეტაპზე კოლეჯში ისწავლება  მევენახეობა-მეღვინეობა, მეხილეობა, მეფუტკრეობა, სატყეო საქმე, ტრაქრორის მემანქანე, კოლეჯში ასევე ისწავლება სტილისტის, მკერავის, ელექტრიკოსის სპეციალობები. კოლეჯს ფილიალები აქვს თიანეთსა და სტეფანწმინდაში.

ტეგები