ხარაგაულში ავტოავარიას ორი მოსწავლე ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 17 / 04 / 2018 12:53 · 244 ნახვა
ხარაგაულში ავტოავარიას ორი მოსწავლე ემსხვერპლა

ხარაგაულში ავტომობილი ხრამში გადავრდა, რის შედეგადაც ორი ახალგაზდა ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ისხდნენ. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

შემთხვევა ღამის საათებში მოხდა. მათი ცხედრები რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. 

გამოძიება 276 -ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.

ტეგები