მამაჩემი რასაც იმსახურებს, აუცილებლად უნდა მიესაჯოს, ცხოვრება ყველას დაგვინგრია - ვეფხია ბაქრაძის შვილი
ამობეჭდვა · 17 / 04 / 2018 14:01
მამაჩემი რასაც იმსახურებს, აუცილებლად უნდა მიესაჯოს, ცხოვრება ყველას დაგვინგრია - ვეფხია ბაქრაძის შვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სხდომა მიმდინარეობს, ბრალდებულის შვილი ლიკა ბაქრაძეც იმყოფება.

როგორც ლიკა ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას არც მამასთან და არც ადვოკატთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„მამაჩემთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვნახო, მასთან ბევრი კითხვა მაქვს. ჯერჯერობით არც ადვოკატთან არ მქონია კომუნიკაცია. რა სასჯელს იმსახურებს როგორ გითხრათ? ცხოვრება დაგვინგრია, თავის თავს დაუნგრია, შვილებს, თაკოს, თაკოს დას დაუნგრია. ყველას დაგვინგრია და რა სასჯელს უნდა იმსახურებდეს? რასაც იმსახურებს, აუცილებლად უნდა მიესაჯოს“, – განაცხადა ლიკა ბაქრაძემ.

 

იხიელთ სრულად

ტეგები