ძალიან მყარი ინფორმაცია მაქვს, რომ ორი მკვლელი გარეთ დადის - მოკლული მოზარდის მამა
ამობეჭდვა · 17 / 04 / 2018 16:13 · 381 ნახვა
ძალიან მყარი ინფორმაცია მაქვს, რომ ორი მკვლელი გარეთ დადის - მოკლული მოზარდის მამა

ძალიან მყარი ინფორმაცია მაქვს, რომ ორი მკვლელი გარეთ დადის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განუცხადა.

"უკვე ნათელია, რომ ამ მოწმეზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენენ ვიღაცეები. დარწმუნებული ვარ, რომ მირზა სუბელიანი აშანტაჟებს პროკურატურას, რომ არ გამოიკვეთოს სხვა შესაძლო დამნაშავე. ჩემი ინფორმაციით, რომელიც ძალიან მყარია, ორი მკვლელი გარეთ დადის. ერთ-ერთი არის უკვე დაკითხული მოწმე. მ.კ. წესით დღეს დაკავებული უნდა იყოს იმის გამო, რომ სასამართლოზე მიცემული ჩვენება მეორე პროცესზე შეცვალა. თუმცა ამაზე პროკურატურისგან რეაგირებას ვერ ვხედავ და გამოდის რომ მას ხელს აფარებს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ტეგები