სოფელ დიღომში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულებულია
ამობეჭდვა · 17 / 04 / 2018 16:38 · 23 ნახვა
 სოფელ დიღომში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულებულია

სოფელ დიღომში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდა. პროექტი დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დაათვალიერა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელს გაესაუბრა.

შენობაში დასრულებულია შიდა სარემონტო სამუშაოებიც და ამჟამად მისი დასუფთავება მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში ბაღი ინვენტარით აღიჭურვება. შესაბამისი ტენდერი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ უკვე გამოაცხადა.

სოფელი დიღომში ამჟამად მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. აღნიშნულ ბაღში აღსაზრდელები დიდი დიღმის გარდა, სოფელ დიდგორიდან, თელოვანიდან და ძველი ვეძისიდან დადიან.  

ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში 70-მდე ადამიანი დასაქმდება, 10-ჯგუფიანი იქნება და 350-მდე აღსაზრდელს მიიღებს.

ტეგები