თურქეთში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის "სუხიშვილების" კონცერტი გაიმართა
ამობეჭდვა · 17 / 04 / 2018 16:57 · 150 ნახვა
თურქეთში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის "სუხიშვილების" კონცერტი გაიმართა

ანკარის მუსიკის ფესტივალისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ანკარაში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის "სუხიშვილების" კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა.

კონცერტის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა, მიღება და ქართული ღვინის დეგუსტაცია (vin d'honneur).

კონცერტს დაესწრნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ტეგები