ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 17 / 04 / 2018 17:18
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 18 აპრილისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4292 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4172 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0120-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0049 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9886 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0163 -ით გაუფასურდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.4786 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.4571ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0215-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5906 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5901 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0005 -ით გაუფასურდა.

ტეგები