ფიფამ რუსეთსა და საფრანგეთს შორის მატჩის დროს რასიზმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ამობეჭდვა · 17 / 04 / 2018 18:07 · 54 ნახვა
ფიფამ რუსეთსა და საფრანგეთს შორის მატჩის დროს რასიზმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის საფეხბურთო კავშირს აცნობა, რომ რუსეთსა და საფრანგეთს შორის მატჩის დროს ტრიბუნებიდან ფრანგი ფეხბურთელების მიმართ რასისტულ შეძახილებსა და კომენტარებზე, გამოძიება დაიწყო.

"რუსეთის საფეხბურთო კავშირი მზადაა აქტიურად ჩაერთო გამოძიებაში, კერძოდ უკვე მიმდინარეობს შიდა გამოძიება. სამართალდამცველ უწყებაში ასევე შეტანილია საჩივარი რამდენიმე კონკრეტულ ადამიანზე", - განმარტა რუსეთში ფეხბურთში დისკრიმინაციასთან ბრძოლის ოფიცერმა ალექსეი სმერტინმა.

ტეგები