აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, ბარბარა ბუში გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 18 / 04 / 2018 10:14
აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, ბარბარა ბუში გარდაიცვალა

ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, ბარბარა ბუში, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ბუშების ოჯახის პრესსპიკერმა ტვიტერზე დაწერა.

BBC-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში პირველი ლედი თავს კარგად გრძნობდა, რის გამოც ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა და მკურნალობა შეწყვიტა კიდეც. ამასთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, რომ ბარბარას ნაცნობებს ეს გადაწყვეტილება არ გაუკვირდებოდათ - "არ ზრუნავდა თავზე, თავისი ურყევი რწმენის წყალობით მუდამ ზრუნავდა სხვებზე"
 

ტეგები