„ბლოკირებას გავუკეთებთ ოსური და რუსული ნომრებით მოძრავ ავტომობილებს“ - დავით ქაცარავა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 18 / 04 / 2018 11:20
„ბლოკირებას გავუკეთებთ ოსური და რუსული ნომრებით მოძრავ ავტომობილებს“ - დავით ქაცარავა (ვიდეო)

სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ის, მოხალისეებთან ერთად, თბილისი-ლარსის გზაზე არ გაატარებს რუსულნომრიან ავტომობილებს, თუ რუსეთის საოკუპაციო ძალები არ გაათავისუფლებენ შიდა ქართლის სოფლიდან ცხინვალის რეგიონში გატაცებულ თამაზ ილურიძეს.

თამაზ ილურიძე, რომელიც სოფელ ფლავისმანში საქონელს მწყემსავდა, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ოკუპანტებმა გუშინ გაიტაცეს.

ტეგები