„რუსთავი 2“-ის ეთერი იყო უსუსური მცდელობა რიგითი მარგველაშვილის გადასარჩენად“ - ზარდიაშვილი
ამობეჭდვა · 18 / 04 / 2018 16:55
„რუსთავი 2“-ის ეთერი იყო უსუსური მცდელობა რიგითი მარგველაშვილის გადასარჩენად“ - ზარდიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ გადაცემას ეხმაურება.

„გუშინდელი „რუსთავი 2“-ის ეთერი იყო უსუსური მცდელობა რიგითი მარგველაშვილის გადასარჩენად.პრეზიდენტის წარმომადგენლის თეატრალიზებული, ყალბი აღელვებით ჩატარებული მათემატიკის გაკვეთილი. მან ყველაფერზე ისაუბრა შეწყალების შინაარსის კონსტიტუციურობის გარდა.ნამდვილად კარგი მათემატიკის ცოდნაა საჭირო პრეზიდენტის ცოლის ძმის მიხეილ მგალობლიშვილის და გიორგი გოგიბერიძის განზრახ მკვლელობის ,ჯგუფურად ჩადენის მცდელობაში.19-109 მუხლი.რომელიც მანამდე ორჯერ უკვე იყო ნასამართლევი და ეს შეწყალება მან განახორციელა მყისიერად გახდა თუ არა პრეზიდენტი. 17 წლიდან მხოლოდ სამი წლის მოხდა მოასწრო პრეზიდენტის ცოლის ძმამ.(ეს ფაქტი ეტყობა გუშინდელ ეთერში არ იცოდნენ). ნამდვილად საჭიროა მათემატიკური ნიჭი ქორიძის საქმეში, როდესაც 3000 ადამიანის დოზა ნარკოტიკისთვის ბრალდებული შეიწყალა პრეზიდენტმა. ხოლო შემდგომ ა-პუნქტში ჩნდება 10,000 დოზა ნარკოტიკი ბ-პუნქტში ქრება 500 დოზა ნარკოტიკი აბაშიშვილს და მარგველაშვილს ვთხოვ დაადგინონ მათემატიკურად სად გაქრა ქორიძის საქმეში ეს 500 დოზა ნარკოტიკი და აპირებენ თუ არა პრინციპულობის გამოჩენას და კიდევ ერთხელ შეწყალებას. აღარ ვსაუბრობ იმ ტრაგედიაზე, რომელმაც მთელი საზოგადოება შეძრა და გამოუსწორებელი შედეგი მოიტანა. მარგველაშვილს შეწყალებული ყავს 3600 მოქალაქე, მაშინ როდესაც სასჯელს დღეს იხდის სულ 9500 პატიმარი. მოდით კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ აბაშიშვილის თეატრალურ მათემატიკას და დავითვალოთ: იმისთვის რომ 9500 ადამიანზე მართმსაჯულება განხორციელდეს მუშაობს საქართველოს მაშტაბით 300 მდე პროკურორი, 100 მდე მოსამართლე, 1000მდე გამომძიებელი, 300 მდე ექსპერტი, პროფილების მიხედვით, 10,000 მდე მოწმე და ალბათ 100,000 მდე ფაქტები და მტკიცებულებები და ამის საპირწონედ ერთი მარგველაშვილი რომელიც ასევე აღიარებს რომ ობიექტურ ინფორმაცია იგი ძლიან ცოტას ან საერთოდ არ ფლობს. იწყალებს 9500 დან 3600-ს. აქვე აღსანიშნავია გვარამიას გულანთებული მცდელობა თავისი ბრძენთა -ბრძენობით გადაარჩინოს როგითი მარგველაშვილი. უკვე მეორეთ ვიხილეთ დაუგეგმავად, ყოველგვარი ჯურნალისტური ეთიკის წესების დარღვევით ქვეყნის მთავარი გურმანი პირდაპირ ეთერში შევარდნა. ეტყობა მას, გამოცდილ მედია ზონდერს არ მოეწონა გაბუნიას გადაცემა თუ როგორ განვითარდა. არ მოეწონა საზოგადოებრივი ხედვის ჩამოყალიბების კუთხით. შევარდა დიდი ინტელექტით მარგველაშვილის პირადი 3600 ხელმოწერა დააბრალა შსს, სასჯელაღსრულებას და მთლიანად სახელმწიფოს.ცოტა დააკლდა, ეთერში დრო არ ეყო თორემ ნამდვილად დააჯერებდა საზოგადოებას რომ ეს 3600 მარგველაშვილის ხელმოწერა მარგველაშვილს ჩაუდეს და ხელისუფლეგა ჩამდებს ხელს აფარებს. მე ჩემის მხრივ მადლობა მაქვს მოსახდელი, გვარამიამ აღიარა და გაუმხილა საზოგადოებას რომ თვითონ და მისი ტელევიზია ახორციელებდნენ ტყუილებით გაჯერებულ შტურმს ჩემზე ორი წელია. და უმტკიცებდნენ საზოგადოებას რომ მე ვიყავი მარჯვენა თუ მარცხენა ხელი ადეიშვილის.ვითომ და მე ვიყავი გვარამიას მაგივრად იმ სისტემის შემოქმედი. 2018 წელს აღიარებს რომ 2005 წელს, 13 წლის წინ, 22 წლის რომ ვიყავი გამიშვა ადეიშვილიმა სამსახურიდან. ეხლა ჩამოყალიბდეს გვარამია მე გამიშვეს სამსახურიდან თუ თავორიტი ვიყავი. არადა მაქსიმუმ პოზიცია რაც მეჭირა 2012 წლამდე იყო განყოფილების უფროსი მერიაში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში და სასამართლოში. ჩემს ზედა ვერტიკალში იყო მონიმუმ 4000 თანამდებობის პირი და ესეც ყვლამ იცის რომ გადაწყვეტილებებს პოზიტიურს თუ სასტიკს იღებთა მაქსიმუმ 10 თანამდებობის პირი, მათშორის გვარამია. რაც შეეხება ნარკოტესტირებას მე მაშინაც 13 წლის წინ და ეხლაც, ხაზს ვუსვამ ეხლაც მზად ვარ გვარამიასთან და პრეზიდენტთან ერთად გავიარო ნებისმიერი შემოწმება! მაგრამ რად გინდა უდიდესი აფერისტი, ტელე იმედის, სხვა ბევრი ტელევიზიის დამრბევი და გამპრავებელი დღეს საზოგადოებას ანახებს რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მცველია! ეს ბრძენთა ბრძენი ვერ ამჩნევს რომ მარგველაშვილი იმდენად დახარბებულია შეწყალებებს, რომ სასამართლოების დასრულებასაც არ ელოდება ისე იწყალებს ბრალდებულებს! მეტროსექსუალ გვარამიას, პრეზიდენტ მარგველაშვილს, საიას ყოფილ სამ ხელმძღვანელს კოჟორიძე, დოლიძე, ნაცვლიშვილს( რომლებიც მარგველაშვილის გაპრავებით არიან დაკავებულები) შევახსენებ კონსტიტუციას, მართმსაჯულების პრინციპებს, სადაც სამი ინსტანციით მსჯელობს სასამართლო პირის დანაშაულზე ან უდანაშაულობაზე. სიხარბით, პირადი ინტერესით, არაკომპეტენტურობით თუ არაკვალიფიციურობით მათ საერთოდ უგულველყოფეს ადამიანის უფლება დაამტკიცოს თავისი სიმართლე და სახელმწიფო ბრალდების მხარის უფლება დაადასტუროს პირის ბრალეულობა. პრეზიდენტმა შეიწყალა ნიკოლოზ თავაძე,რომელმაც განზრახ 5 ჭრილობა მიაყენა დანით საბა უგრეხელიძეს. შეწყალება მოხდა პირველი ინსტანციის დადგომის შემდგომ.პრეზიდენტი როგორც მინიმუმ უნდა დალოდებოდა სამივე ინსტანციის გადაწყვეტილებას.აქ აზრი აღარ აქვს მის მიერვე წარგზავნილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მსჯელობას და გადაწყვეტილებას რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანონ თავაძე უკვე შეწყალებულია და მათემატიკოსების მიერ. ზევით აღნიშნულ კომენტარებში 4- ფაქტი მოვიყვანე სადაც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ბრალდებულები შეიწყალა პრეზიდენტმა აბსოლურურად ულოგიკოთ. 4- უოასუხისმგებლო გადაწყვეტილება 3600 გადაწყვეტილებიდან რომლებიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. აქ რთული არაა რომ ივარაუდო პრეზიდენტის შეწყალებებში უამრავი ესეთი ფაქტი იქნება და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. მის მიერ შეწყალებულების რეციდივებს თუ გადავხედავთ როგორც ეთერებიდან მოვისმინეთ 500 შემთხვევას ასცდა“, - განაცხადა ზარდიაშვილმა.

ტეგები