ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატით გურიაში კაცი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 18 / 04 / 2018 22:47
ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატით გურიაში კაცი გარდაიცვალა

ცოტა ხნის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, ახალგაზრდა შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც რაც საკუთარი სახლის სხვენში შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა.

“ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენების შემდეგ, მისი მდგომარეობა რამდენიმე წუთში დამძიმდა, სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, - აცხადებენ ადგილობრივები.

“პაციენტი სასწრაფომ ჩვენთან გადმოიყვანა ტერმინალურ მდგომარეობაში, შემოყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, გული გაუჩერდა. ძლიერი ინტოქსიკაციით იყო მოყვანილი. გვითხრეს, რომ რაღაცას წამლავდა და გახდა ცუდად”, - აცხადებენ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში.

ინტოქსიკაციის კიდევ ერთი შემთხვევა სოფელ მელექედურშიც მოხდა. ასევე, ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატით შეწამვლითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კაცი ცუდად გახდა.

“სახლის სხვენს ვწამლავდი, სადაც იცის დაბუდება. აპარატი მქონდა და ნიღაბიც მეკეთა. ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა სუნთქვა მეკვროდა, მერე გონება დავკარგე და კიბიდან ჩამოვვარდი. ამ დროს მეზობელთან სასწრაფო იყო გამოძახებული, მეც გამსინჯეს და მითხრეს ქიმიური მოწამვლა გაქვსო”, - აცხადებს მოწამლული კაცი.

ტეგები