ამერიკელმა ჯარისკაცებმა რუსი სამხედროები დახოცეს
ამობეჭდვა · 19 / 04 / 2018 10:01
ამერიკელმა ჯარისკაცებმა რუსი სამხედროები დახოცეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, სირიაში ამერიკელა ჯარისკაცებმა რუსი სამხედროები დახოცეს. ამის შესახებ Bloomberg-ზე დაყრდნობით ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

როგორც ტრამპმა განმარტა, ამერიკის შეერთებული შტატების ძალებსა და რუსს სამხედროებს შორის დაპირისპირება მართლაც მოხდა, რაც მისივე თქმით, მსხვერპლით დასრულდა.

"პრეზიდენტებს შორის არავინ ყოფილი ისეთი მკაცრი რუსეთთან როგორც მე. ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ, რომ სირიაში, 1 თვის წინ, ჩვენ შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის ჯარებს სერიოზული დაპირისპირება ჰქონდათ და ეს ძალიან სამწუხაროა. ამ ბრძოლაში ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, " - განაცხადა ტრამპმა.

თებერვალში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის იერიშების შედეგად, სირიაში ბაშარ ასადის სამხედრო ძალებთან ერთად მებრძოლი 200-ზე მეტი დაქირავებული სამხედრო დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა რუსები იყვნენ. ზუსტი ციფრი თუ რამდენი რუსი სამხედრო დაიღუპა სირიაში 2015 წლის შემდეგ დღემდე უცნობია.

კრემლი ამ ინფორმაციას უარყოფს.

ტეგები