ელონ მასკის Hyperloop-ის პროექტი აბუ-დაბიში 2020 წელს განხორციელდება (ფოტო)
ამობეჭდვა · 19 / 04 / 2018 13:04
ელონ მასკის Hyperloop-ის პროექტი აბუ-დაბიში 2020 წელს განხორციელდება (ფოტო)

ელონ მასკის რევოლუციური სატრანსპორტო პროექტზე, სახელწოდებით Hyperloop Transportation Technologies, მუშაობა აბუ-დაბიში 2020 წლიდან დაიწყება. კომპანიამ კონტრატი Aldar Properties PJSC-სთან გააფორმა, რომელიც ჰაიპერლუპის სისტემის მშენებლობას დაიწყებს.

ჰაიპერლუპი არის ახალი ტიპის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმ სირთულეებს უვლის გვერდს, როგორებიცაა საწვავის დანახარჯი, მგზავრობის დრო და ამინდი. ჰაიპერლუპი სპეციალურ მილებში მოძრავი კაფსულისებრი ტრანსპორტია, რომელიც დაბალი წნევის მქონე მილებში მოძრაობს და საათში 1 223 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია.

„ამ შეთანხმების საფუძველზე, შეიქმნება მსოფლიოში პირველი კომერციული ჰაიპერლუპის სისტემა, რომელიც აბუ-დაბის ალ აინს, დუბაისა და ელ-რიადს (საუდის არაბეთი) დააკავშირებს,“ აღნიშნა Hyperloop Transportation Technologies-ის ხელმძღვანელმა, ბიბოპ გრესტამ.

სატრანსპორტო ექსპერტების გარკვეული ნაწილი ჰაიპერლუპის კონცეფციას სკეპტიკურად უყურებს და მიაჩნია, რომ ტექნოლოგიასთან დაკავშირებული რისკები და ხარჯები მის განხორციელებას შეუძლებელს ხდის. ჰაიპერლუპთან დაკავშირებით სკეპტიკურად ისაუბრა ბილ გეიტსმაც: „არ ვიცი, რამდენად რეალურია Hyperloop-ის კონცეფცია. ძალიან რთულია, Hyperloop-ი უსაფრთხო გახდეს,“ აღნიშნა გეიტსმა.

გარდა სისწრაფისა, ჰაიპერლუპის ტექნოლოგიის ერთ-ერთი უპირატესობა თვითმყოფადობაა: იგი მილების თავზე განთავსებული პანელებისგან მზის ენერგიას იღებს და მას "საწვავად" იყენებს. სატრანსპორტო სტრუქტურა მიწისძვრა გამძლეა და შესაბამისად, როგორც ელონ მასკი ამბობს, მგზავრთა უსაფრთხოებაც დაცულია.

წყარო: commersant.ge

ტეგები