გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის შემთხვევები დაფიქსირდა - თამარ ქალდანი
ამობეჭდვა · 19 / 04 / 2018 16:10
გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის შემთხვევები დაფიქსირდა - თამარ ქალდანი

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშს ისმენს. ამის შესახებ "პირველი რადიო" წერს.

ანგარიშს პარლამენტის წევრებს თამარ ქალდანი აცნობს. ქალდანის თქმით, შესწავლის შედეგად გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ვიდეოთვალთვალის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

“ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევის გამო პასუხისმგებლობა 25 ორგანიზაციას დაეკისრა, ხოლო პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევისთვის ორგანიზაციები დაჯარიმდნენ 23 შემთხვევაში“, - განაცხადა ქალდანმა პარლამენტში.

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ინფორმაციით, 2017 წელს, 2016-თან შედარებით, კვლავ გაზრდილია როგორც ჩატარებული ინსპექტირებებისა და გამოვლენილი სამართალდარღვევების, ასევე მოქალაქეთა მიმართვიანობის რაოდენობა.


 

ტეგები