"სიკვდილთან ძალიან ახლოს ვიყავი" - ბრიტანეთში პირველად ოჯახური ძალადობისთვის ქალი გაასამართლეს
ამობეჭდვა · 19 / 04 / 2018 17:31
"სიკვდილთან ძალიან ახლოს ვიყავი" - ბრიტანეთში პირველად ოჯახური ძალადობისთვის ქალი გაასამართლეს

22 წლის ბრიტანელ ქალს ჯორდან უორტს ოჯახური ძალადობისთვის 7,5 წელი მიუსაჯეს. ეს დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პირველი პრეცედენტია, როდესაც აღნიშნული ბრალდებით ქალი გაასამართლეს.

უორტი რამდენიმე წლის განმავლობაში თავისი მეგობარი მამაკაცს, ჰიდროცეფალიით დაავადებულ 22 წლის ალექს სკილს, შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა.

ადგილობრივ მედიასთან საუბარში სკილმა განაცხადა, რომ 4 წლის განმავლობაში მას ბრალდებული არამხოლოდ მორალურ, არამედ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდა, რამაც ის თითქმის სიკვდილის პირამდე მიიყვანა.

მისი თქმით, ჯორდანი დანით ჭრილობებს აყენებდა, უკრძალავდა მის გვერდით დაძინებას და უწყვიტავდა, რა ტანსაცმელი ეტარებინა. გარდა ამისა, ქალი თავის მეგობარ მამაკაცს ახლობლებთან და მეგობრებთან კომუნიკაციას უკრძალავდა, მის ტელეფონებს აზიანებდა და ფეისბუქის პირად გვერდსაც კი უკონტროლებდა.

შემთხვევის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ხმაურის გამო მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს.

სასამართლო პროცესზე უორტმა თავი დამნაშავედ ცნო და აღიარა, რომ მის ყოფილ მეგობარ მამაკაცს დანით ჭრილობებს აყენებდა და მდუღარე წყლს ასხამდა.

ტეგები