საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 19 / 04 / 2018 19:40
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-6 თემატური ჯგუფის „დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ მესამე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განიხილეს დასაქმების, სოციალური პოლიტიკის, თანაბარი შესაძლებლობების, ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროებში საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების პროცესი.

ქვეკომიტეტის სხდომას ქართული მხრიდან თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპული სამეზობლო სტრატეგიისა და ინსტრუმენტების სამმართველოს უფროსი, ანა სტრზასკა.

ტეგები