საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ჰონგ კონგი 11:1 გაანადგურა
ამობეჭდვა · 19 / 04 / 2018 21:12
საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ჰონგ კონგი 11:1 გაანადგურა

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 დივიზიონში საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა თურქეთისა და ბულგარეთის დამარცხების შემდეგ ჰონგ-კონგი 11:1 დაამარცხა. ამის შესახებ sportall.ge წერს.

საქართველოს ნაკრებიდან 5 შაიბა ალექსანდრე ჟუჟუნაშვილმა გაიტანა, 4 ოლივერ ობოლგოგიანმა, თითო-თითო ივან შვეცოვმა და მიხაილ შალუნოვმა.

საქართველოს ნაკრები 9 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და ხვალ მასპინძელთა გუნდს, სამხრეთ აფრიკას ხვდება.

ჯგუფში გამარჯვებული ავტომატურად გადადის მე-2 დივიზიონში და საქართველოს ნაკრებს ამის რეალური შანსი აქვს.
 

ტეგები