ირაკლი მეზურნიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საგარეო ვაჭრობის სპიკერს, ალექსანდერ კულიცს შეხვდა
ამობეჭდვა · 20 / 04 / 2018 10:29
ირაკლი მეზურნიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საგარეო ვაჭრობის სპიკერს, ალექსანდერ კულიცს შეხვდა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი შეხვედრებს განაგრძობს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის წევრი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, (გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტია), საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საგარეო ვაჭრობის სპიკერს, ალექსანდერ კულიცს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა  ინოვაციებისა და სტარტაპების სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ელგუჯა ხოკრიშვილი ესწრებოდა.

ტეგები