საქართველოში 2017 წელს 15 222 რეგისტრირებული ხანძარია დაფიქსირებული
ამობეჭდვა · 20 / 04 / 2018 12:31 · 21 ნახვა
საქართველოში 2017 წელს 15 222 რეგისტრირებული ხანძარია დაფიქსირებული

საქართველოში 2017 წელს 15 222 ერთეული რეგისტრირებული ხანძარია დაფიქსირებული. ოფიციალურ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს რეგისტრირებული ხანძრების რაოდენობა ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ყველაზე დაბალი კი 2011 წელს დაფიქსირდა.

რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას.2016 წელს რეგისტრებულია 10 951 ერთეული ხანძარი, 2015 წელს - 14 614, 2014 წელს - 11 082, 2013 წელ - 9 025, 2012 წელს - 10 006, 2011 წელს - 8 160, ხოლო 2010 წელს - 9 060.

ტეგები