ბათუმში, სახლის სარდაფში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ამობეჭდვა · 20 / 04 / 2018 14:17 · 129 ნახვა
ბათუმში, სახლის სარდაფში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის სარდაფში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინფორმაცია მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა.

გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი დათვალიერებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღინიშნება.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ტეგები