კახა კალაძე შთამბეჭდავი და ამბიციური გეგმების განხორციელებას განაგრძობს - ილია წულაია
ამობეჭდვა · 20 / 04 / 2018 15:25
კახა კალაძე შთამბეჭდავი და ამბიციური გეგმების განხორციელებას განაგრძობს - ილია წულაია

ის ამბიციური გეგმები, რაც მერიას აქვს თბილისთან დაკავშირებით შთამბეჭდავია, - ამის შესახებ დეპუტატმა ილია წულაიამ განაცხადა.

"კახა კალაძე შთამბეჭდავი და ამბიციური გეგმების განხორციელებას განაგრძობს, რაც პირადად ჩემთვის, ნამდვილად არ არის სიურპრიზი.

დღეს გაკეთებული პრეზენტაცია ღამის ეკონომიკის შესახებ და ის ამბიციური გეგმები, რაც მერიას აქვს თბილისთან დაკავშირებით ნამდვილად შთამბეჭდავია და დარწმუნებული ვარ ამ პროექტის განხორციელება არა მხოლოდ თბილისის და თბილისელებისთვის იქნება ეკონომიკური სარგებლის მომტანი, არამედ ზოგადად საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე იქონიებს ძალიან დიდ პოზიტიურ იმპულსს.

მე მჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში კახა კალაძე და თბილისის მერია ქალაქისთვის მრავალი წარმატებული პროექტის ინიცირებას და განხორციელებას მოახდენს", - განაცხადა ილია წულაიამ.

ტეგები