ფიფა-ს ოფიციალურ გვერდზე რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოთა შორის სავარაუდოდ, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც არის ნაგულისხმევი
ამობეჭდვა · 20 / 04 / 2018 18:25 · 236 ნახვა
ფიფა-ს ოფიციალურ გვერდზე რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოთა შორის სავარაუდოდ, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც არის ნაგულისხმევი

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია – ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი 18 სახელმწიფოს ესაზღვრება.

გეოგრაფიულად რუსეთი 16 ქვეყანას ესაზღვრება, აქედან 14-თან რუსეთს აქვს სახმელეთო საზღვარი, ორთან კი (აშშ, იაპონია) საზღვაო.

აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც არის ნაგულისხმევი.

ამასთან, ფიფა-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების ჩამონათვალი არ ახლავს.

ნაგულისხმევია თუ არა 18 ქვეყანას შორის რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ამის გასარკვევად პირველმა არხმა ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახურს წერილობით უკვე მიმართა.

 

 

წყარო

ტეგები