ლაგოდეხში მესაზღვრემ თავი მოიკლა
ამობეჭდვა · 20 / 04 / 2018 18:50 · 268 ნახვა
ლაგოდეხში მესაზღვრემ თავი მოიკლა

Imedinews-ის ინფორმაციით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთზე ქართველმა მესაზღვრემ თავი მოიკლა. მომხდარს საგამოძიებო უწყებებში უკვე ოფიციალურად ადასტურებენ.

Imedinews-ის ინფორმაციით გარდაცვლილია 25 წლამდე მამაკაცი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

ტეგები