პარლამენტის დღევანდელი სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვებით დაიწყო
ამობეჭდვა · 20 / 04 / 2018 19:45 · 17 ნახვა
პარლამენტის დღევანდელი სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვებით დაიწყო

პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტი თანმდევპროექტებთან ერთად, III მოსმენით წარადგინა და კოლეგებს ის რედაქციული ხასიათის ცვლილებები გააცნო, რომელიც კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების შედეგად იქნაასახული.

სხდომაზე, პარლამენტის წევრების, კახაბერ კუჭავასა და ნინო წილოსანის საკანონმდებლო ინიციატივა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივითვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად განიხილეს. საკანონმდებლო პაკეტი კახაბერ კუჭავამ მეორე მოსმენით წარადგინა დადეპუტატებს კანონპროექტის მიზნები და ძირითადი დებულებები გააცნო. კანონპროექტების ძირითადი მიზანია დედაქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შემდგომი გაუმჯობესება -დარეგულირება და საგზაო მოძრაობის განტვირთვის ხელშეწყობა. 

„ეს ის საინტერესო კანონპროექტებია, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს დედაქალაქში, ქალაქ თბილისში მოძრაობების განტვირთვა“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ. მისივეგანმარტებით, პროექტის თანახმად, იზღუდება ტრანზიტული მოძრაობები, დგინდება სანებართვო პირობების სამართლებრივი საფუძვლები ტაქსებისათვის. ამავე დროს, თბილისისგარკვეულ ქუჩებზე გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილისა, იკრძალება სამარშრუტო ტაქსების გაჩერება. ასევე, თბილისის ავტობუსების გაჩერებებზე იკრძალება სხვასაავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება - გარდა ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსებისა. „ეს კანონპროექტი წარმოადგენს იმ სამართლებრივ საფუძველს, რომლისშემდეგაც მერია და საკრებულო ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას იმ სანებართვო პირობების შესახებ, რომელიც დადგინდება ტაქსების გადაყვანისთვის. ამავე დროს სატვირთო დასადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება და გაჩერება, რომელიც შეიზღუდება მათი გადაწყვეტილებითვე დადგენილი სპეციალური ადგილების ფარგლებში“, - განაცხადა გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.

საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენით განათლებისა და მეცნიერების მინისტრისმოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ წარადგინა. „კანონპროექტი რამდენიმე ძირითადი მიმართულებითაა წარმოდგენილი. ეს არის რექტორის მოვალეობის შემსრულებლისდანიშვნის საკითხის მოწესრიგება; კანონით განსაზღვრული მაგისტრატურის მიზნების დადგენა; უმაღლესი განათლების დაწესებულების დაფინანსების წყაროდ ავტონომიურირესპუბლიკების ბიუჯეტის დადგენა და რამდენიმე ტექნიკური ხარვეზის გასწორება“, - განმარტა თეიმურაზ მურღულიამ.

საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, II მოსმენით იუსტიციის მინისტრისმოადგილემმიხეილ სარჯველაძემ წარადგინა. 

კანონპროექტით სისხლის სამართლის პროცესში მკვიდრდება ახალი ინსტიტუტი - მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, რომლის ფუნქცია იქნება სამართალწარმოებისპროცესში მოწმის/დაზარალებულის მხარდაჭერის უზრუნველყოფა. 

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, კანონპროექტით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე პირების ჩამონათვალსემატება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ კანონმდებლებს, I მოსმენით განსახილველად „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“კანონპროექტი წარუდგინა. მომხსენებელმა დეპუტატებს კანონპროექტის ინიცირების ძირითადი მიზნები გააცნო. „ეს დაკავშირებულია საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსისდა შესაბამისი საკანონმდებლო აქტების გაუმჯობესებასთან და ეხება ისეთი სახის დანაშაულებს, როგორიცაა პროსტიტუცია. ვთვლით, რომ საკითხები უკეთ დარეგულირდება.წარმოდგენილი კანონპროექტი უკეთ დაიცავს მსგავსი კატეგორიის დანაშაულებისგან და მისი ყველაზე მანკიერი ფორმებისგან“, - განაცხადა მომხსენებელმა. 

კანონპროექტით ზუსტდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, თუ რომელი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს ოჯახურ დანაშაულს. ამასთან, ადამიანით ვაჭრობის,არასრულწლოვნით ვაჭრობისა და ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლის მომსახურებით სარგებლობისთვის დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრება თუკი, ქმედება ჩადენილია ჯგუფისმიერ, წინასწარი შეთანხმებით. გარდა ამისა, დაზუსტდა მუხლები, რომლებიც ეხება პროსტიტუციაში ჩაბმას და პროსტიტუციის ხელშეწყობას, არასრულწლოვნის ჩაბმას პორნოგრაფიულინაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში და აგრეთვე დანაშაულის შეუტყობინებლობას.

ტეგები