ორი არასრულწლოვანი და სახლიდან გაუჩინარდა - მიზეზი შესაძლოა სკოლაში ბულინგი გახდა
ამობეჭდვა · 20 / 04 / 2018 22:08 · 684 ნახვა
ორი არასრულწლოვანი და სახლიდან გაუჩინარდა - მიზეზი შესაძლოა სკოლაში ბულინგი გახდა

ბულინგი სკოლაში შესაძლოა ორი არასრულწლოვანი დის გაუჩინარების მიზეზი გახდა. უკვე რვა დღეა დებს უშედეგოდ ეძებენ. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

16 წლის მარიამ მეგრელიშვილი 12 აპრილს დასთან ანა მეგრელიშვილთან ერთად სკოლაში წავიდა. დები სახლში აღარ დაბრუნებულან. მშობლებს გაუჩინარების მიზეზებზე საუბარი უჭირთ, თუმცა სახლიდან წასვლის მიზეზად კონფლიქტს გამორიცხავენ. დედ-მამას ეჭვი აქვთ, რომ გოგონებს სახლიდან წასვლა უცხო ადამიანმა აიძულა.

სახლიდან წასვლამდე დები მათივე მეგობარმა ნახა. ის ყვება, რომ გოგონებს სკოლაში თანატოლებთან პრობლემები ჰქონდათ და ბულინგის მსხვერპლებიც არა ერთხელ გახდნენ, რის გამოც ქალაქიდან წასვლას დიდი ხანია გეგმავდნენ.

ბრალდებას, რომ დაკარგულ ახალგაზრდებს თანატოლები ჩაგრავდნენ, უარყოფს სკოლის დირექტორი. ნოდარ იორდანაშვილის ამტკიცებს, რომ მათ სასწავლებელში კონფლიქტი არავისთან ჰქონიათ. არც დირექტორმა და არც პედაგოგებმა ბავშვების გაუჩინარების მიზეზი არ იციან. მხოლოდ ადასტურებენ, რომ 12 აპრილის შემდეგ დები მეგრელიშვილები სკოლაში აღარ ყოფილან.

ტეგები