დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოები გრძელდება
ამობეჭდვა · 21 / 04 / 2018 12:03 · 29 ნახვა
დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოები გრძელდება

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს, რომლის ფარგლებში ამჯერად გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა მოირეცხა და დასუფთავდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები სპეციალური ტექნიკის დახმარებით განხორციელდა.

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში დედაქალაქში მასშტაბური ღონისძიებები მიმდინარეობს - მოირეცხა და დასუფთავდა ხიდები და პანდუსები. პარალელურად რეცხვა და დეზინფექცია უტარდება ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

1 მაისიდან „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში გეგმიურ გზის მორეცხვით სამუშაოებს დაიწყებს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. 

ტეგები