22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 21 / 04 / 2018 23:36 · 248 ნახვა
22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოაგვარეთ მცირე ვალდებულებები. ისეირნეთ შინაურ ცხოველებთან ერთად. მეტად დაისვენეთ. ჩაინიშნეთ ახალი იდეები; შეადგინეთ სამომავლო გეგმა.

კურო
თუ გგონიათ, რომ საქმეები დასასრულებები გაქვთ (სამსახურის, საოჯახო, პირადი ცხოვრება), გამონახეთ დრო და მეტი დრო დაუთმეთ მას.

ტყუპი
გამოიძინეთ, აუჩქარებლად იმოქმედეთ. სხვა დღისთვის გადადეთ კარიერული და პოლიტიკური საკითხების მოგვარება.

კირჩხიბი
კარგი დღეა დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად. მგზავრობისას მოერიდეთ კამათს უცხოელებთან. ნუ დანიშნავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს.

ლომი
მოერიდეთ ავანტიურას; ფულის ფლანგვას. ქველმოქმედებაზეც კი. ნუ ენდობით შემთხვევითი ადამიანების, არაკეთილმოსურნეების რჩევებს.

ქალწული
მეტად დაისვენეთ, გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. იურიდიული და რელიგიური უთანხმოების გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას ახლობლებთან.

სასწორი
საქმეები შეიძლება გაგირთულდეთ დეტალებისა და ფარული ნიუანსების გამო. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ნუ დაეთანხმებით გეგმას (მოგზაურობის, სწავლის, სასამართლო პროცესის), სანამ ყველაფერში არ გაერკვევით.

მორიელი
დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმის გეგმა. მოგინდებათ ურთიერთობა საინტერესო ადამიანებთან; ახლის შესწავლა.

მშვილდოსანი
ნუ დაიტვირთებით ფიზიკურად, მეტად დაისვენეთ. ახლობლებთან დიპლომატიურად იმოქმედეთ. გაანალიზეთ ძველი საქმეების დეტალები.

თხის რქა
შეხვედრებისა და სატელეფონო ზარების დღეა. ზოგიერთი საჭირო ინფორმაციას მიიღებს. ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, მგზავრობას.

მერწყული
პრაქტიკული, საოჯახო საქმეები შეასრულეთ. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული სიურპრიზი მოუწყვეთ.

თევზები
თუ დასვენებას აპირებთ, დილიდან შეიქმენით შესაბამისი სიტუაცია. შეცდომები რომ არ დაუშვათ, კარგად მოისმინეთ რას მოითხოვენ თქვენგან.

ტეგები