"გადავწყვიტე დამეწერა მათთვის, ვინც იტალიაში წამოსვლას აპირებს ან ახალი ჩამოსულია..."
ამობეჭდვა · 22 / 04 / 2018 15:38
"გადავწყვიტე დამეწერა მათთვის, ვინც იტალიაში წამოსვლას აპირებს ან ახალი ჩამოსულია..."

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამარა თოფჩიშვილი (Tamara Topchishvili DeGiorgio) ფეისბუქ გვერდზე "ემიგრატები იტალიაში" პოსტს აქვეყნებს.

"ბევრი ვიფიქრე ვიდრე ამ პოსტს დავდებდი., მაგრამ გადავწყვიტე დამეწერა.განსაკუთრებით მისთვის, ვინც იტალიაში წამოსვლას აპირებსა ან ახალი ჩამოსულია. ძალიან ვერიდები რამის დაწერას, რადგან მეტყვიან შენ გაჭირვება არ გადაგიტანია და ადვილია სხვებზე ჭკუის სწავლებაო. პირიქით ,წარმომიდგენია ჩემთვის იყო ძნელი ადაპტაცია და ვისაც უპატრონოდ უხდება დამკვიდრება ,მისთვის როგორი ძნელი იქნება.

ამ ბოლო წლებში ევროპას და კერძოდ იტალიას ემიგრანტების უდიდესი ნაკადი მოაწყდა, უდიდესი კონკურენციაცაა. ადრე ენის ცოდნის გარეშეც იღებდნენ სამსახურებში და ლეგალიზაციის კანონიც მოქმედებდა, ეხლა კი სხვა სიტუაციაა.ჯერ კიდევ თვალებს ხუჭავენ იტალიელები და დიდ რისკზე მიდიან, რომ აჰყავთ უკონტრაქტოდ უსაბუთოები,მაგრამ ყველა ითხოივს ენის მცოდნეს და თუ იცის იტალიური სამზარეულო. მე კი უანგაროდ დავასაქმე ამ ბოლო დროს 3 ადამიანი, მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა რომ ოჯახები მოთმინებით დალოდებოდნენ და გოგოებიც ყოჩარად მოიქცნენ და ყველაფერს მალე აუღეს ალღო.ბარიდან არავის წასვლა არ უნდა და ამდენი ათასი გაჭირვებული ქართველი ერთად რთულია. მე არც ბინას ვაქირავებ და არც ვასაქმებ, მაგრამ მადლობა მათ, ვინც იფარებს გოგოებს და თან გადახდასაც აცდის, ღამეში 5 ევროდ , თორემ სასტუმრო ყველაზე იაფასიანი 50 ევროა. საქართველოში ზოგი ნათესავი ხელს არ გიწვდით და აქ უცხოეთში ვისგან რას მოელით. გაგიჭირდებათ რა თქმა უნდა და მერე დგახართ და იწყევლებით. მე საკუთარი დისთვის 3 თვიან სამსახურში 200 ევრო გადავიხადე, მაგრამ დიდი მადლობა გადავუხადე დამსაქმებელს. ეხლა ზაფხულში თავად მჭირდება დღის სამსახური და ვერ ვშოულობ. ვინც მიშოვით, ვიხდი და არც დავიწყევლები. დასაქმება ,მარტო ტელეფონის ნომრის მიცემას არ ნიშნავს, უნდა უპატრონოთ კიდეც, თორემ გუშინ 2 გოგოს ქონდა პრობლემები და ჭირდებოდა სერიოზული დახმარება და როდესაც მთხოვეს,კი მაქსიმალურად დავეხმარე,მაგრამ ცოტა არ იყოს გავბრაზდი,რადგან ვინც გაუკეტა ეს სამსახური, რატომ აღარ აქცევენ ყურადღებას. ესეც მათ გასაგონად ,ვინც ასე იქცევა და არაა სწორი. მე საბედნიეროდ ვიცნობ უამრავ ადამიანს, ვინც კეთილსინდისიერია. ძალიან ბევრს სურვილიც აღარ უჩნდება სიკეთის კეთებისა,იმდენ უმადურობას აწყდება. ერთხელ დამირეკეს ტრანსპორტის გაფიცვააო და გვიან ღამით ქუჩაში დარჩენილა ერთი ქალბატონი, ძალიან მთხოვეს უშველეთო, ტელეფონიც გაეთიშაო. უკვე ვიწექით, მეუღლეს ვთხოვე ჩემი ახლობელია და უნდა დავეხმაროთ მეთქი. ადგა, ჩაიცვა და მეკითხება როგორ ვიცნო ენა არ იცის და როგორ გამოიყურება ის მაინც ვიცოდეო. დავიბენი და ისღა მოვახერხე დიდი ხანია არ მინახავს და არ ვიცი როგორ გამოიყურება მეთქი.მოკლედ სახელი გავიგე და გავუშვი. იპოვა, ჩამოიყვანა თავის ქალაქში, მიიყვანა სადაც მუშაობდა. მას მერე ბევრჯერ დავეხმარე, მაგრამ ერთხელ არ დაურეკავს და არ მოუკითხივართ,თუ არ დავჭირდებოდით. ბევრი მადლიერიცაა.ამის გამო სულაც არ დამკარგვია სიკეთის კეთების სურვილი. იყავით ძლიერნი, ნუ დაკარგავთ იმედს და მადლიერების გრძნობას და დაღმართს არმართი მოყვება, ღმერთი თქვენსკენ. P.S. ეს მაგალითი უბრალოდ მოვიყვანე, ძალიან ბევრს უკარგავენ სიკეთის კეთების სურვილს თორემ მე, პირადად, არანაირ მადლობას არ ველი და კიდევ რომ დაჭირდეს ისევ დავეხმარები,მართლა. ცუდიც ხომ არაფერი გაუკეთებია", - წერს თოფჩიშვილი.

ტეგები