"სიონის ტაძარში არაერთხელ ჰქონდა ადგილი სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლის ფაქტებს"
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2018 13:26 · 56 ნახვა
"სიონის ტაძარში არაერთხელ ჰქონდა ადგილი სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლის ფაქტებს"

სასულიერო სემინარიის ყოფილი სტუდენტები გიორგი ზვიადაძეს ძალადობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.

ერთ-ერთი ყოფილი სტუდენტის გიორგი ტიგინაშვილის მტკიცებით, სასწავლებლის რექტორის და პროტოპრესვიტერის მხრიდან სემინარიაში და სიონის ტაძარში არაერთხელ ჰქონდა ადგილი სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლის ფაქტებს.

ყოფილ სტუდენტებმა განცხადებით, ქორეპისკოპოსებსა და სინოდის წევრებს მიმართეს, თუმცა ძალადობრივი რეჟიმის სანაცვლოდ  მხოლოდ სასულიერო სემინარიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და ძირითადი პრობლემები მოუგვარებელი დარჩა.

ტეგები