გელა სამხარაული საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2018 13:45 · 14 ნახვა
გელა სამხარაული საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გელა სამხარაული საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთის ორმხრივ ურთიერთობაზე, განსაკუთრებით კი საპარლამენტო კავშირების გააქტიურებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების დონეზე,  ისაუბრეს.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში შევიდა. ამის დასტურია საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი საბერძნეთში. ახლა ვგეგმავთ, რომ თანამშრომლობა საპარლამენტო დონეზეც გავააქტიუროთ. საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმთან დაკავშირებით საბერძნეთიდან ველოდებით საპარლამენტო დელეგაციას და ეს შეხვედრაც ამ მოვლენის ერთგვარი წინაპირობა იყო. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

მხარეებმა  იმედი გამოთქვეს, რომ  ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა საპარლამენტო დონეზე კიდევ უფრო მჭიდრო და მრავალმხრივი გახდება.

ტეგები