TV IMEDI-ის 100% ირაკლი რუხაძის მფლობელობაში გადადის
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2018 15:54 · 152 ნახვა
TV IMEDI-ის 100% ირაკლი რუხაძის მფლობელობაში გადადის

HunnewellPartners-ის (ჰანიველ პარტნერსი) მმართველ პარტნიორს ირაკლი რუხაძესა და ინა გუდავაძეს შორის, ტელეკომპანია იმედისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ნასყიდობაზე მოლაპარაკება დასრულდა. BMG-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია იმედის 100 % ირაკლი რუხაძეს საკუთრებაში გადადის. რა დაუჯდა ირაკლი რუხაძეს თუ მის სხვა კომპანიას ეს ნასყიდობა უცნობია, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, მხარეები ნასყიდობის სავარაუდო ღირებულებად 30 მლნ დოლარს ასახელებდნენ.

მიმართეს თუ არა მხარეებმა ტელეკომპანიის 100%-ანი წილის ირაკლი რუხაძისთვის მიყიდვაზე მარეგულირებელ კომისიას ჯერ-ჯერობით უცნობია. კომისიის კომენტარს BMG მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. კანონით ახალი მეპატრონე ვალდებულია აცნობოს მარეგელურებელ კომისიას ტელემაუწყებელის მეპატრონის სრული ვინაობა.

 

 

წყარო

ტეგები