ზაზა გაბუნია თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2018 16:28
ზაზა გაბუნია თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, დავით მელუას    შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი იმ აქტივობებსა და ღონისძიებებს შეეხო, რომელიც კომიტეტს თვითმმართველობის გაძლიერებისა და რეფორმების განხორციელების მიმართულებით აქვს დაგეგმილი.

„კომიტეტისთვის ყველა იმ სუბიექტთან აქტიური პარტნიორული ურთიერთობა და კომუნიკაცია, რომელიც ჩართულია პროცესებში და უკავშირდება რეგიონების განვითარებას და თვითმმართველობის გაძლიერებას, მნიშვნელოვანია.

ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ იმ ღონისძიებებსა და გეგმებზე, რომელიც კომიტეტს აქვს თვითმმართველობის გაძლიერებისთვის, რეფორმირების კონტექსტში,  რეგიონული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მხარეები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით  კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდნენ.

ტეგები