„ჩვენ ვიცავთ დედამიწას!“ - N162-ე ბაგა-ბაღში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2018 17:23 · 20 ნახვა
 „ჩვენ ვიცავთ დედამიწას!“ - N162-ე ბაგა-ბაღში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება. მორიგი ასეთი ღონისძიება ოქროყანაში მდებარე N162 ბაგა-ბაღში გაიმართა, სადაც აღსაზრდელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, ისაუბრეს დედამიწაზე ეკოლოგიური პრობლემების, ბუნებრივი კატასტროფების რისკების, ასევე, დედამიწაზე ზრუნვის აუცილებლობაზე.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, აღსაზრდელებმა სტუმრებთან ერთად, ბაგა-ბაღის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც  ყვავილები და ნერგები დარგეს.

ღონისძიებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, მთაწმინდის გამგებელი  დავით კირკიტაძე, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი მაია გოგიბერიძე ესწრებოდნენ.

ტეგები