სოფო კილაძის ინიციატივით ნაძალადევში გამწვანების აქცია გაიმართა
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2018 18:43 · 16 ნახვა
სოფო კილაძის ინიციატივით ნაძალადევში გამწვანების აქცია გაიმართა

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გამწვანების აქცია გაიმართა დღეს ნაძალადევში, რომლის მიზანი ადგილობრივ მცხოვრებთათვის მცირე ზომის სკვერის მოწყობა იყო. სოფო კილაძის ამ ინიციატივას გამოეხმაურა შპს. „მწვანე სამყარო“, რომელმაც სკვერისთვის სხვადასხვა ჯიშის ნერგები უსასყიდლოდ გამოყო.

ღონისძიებას შეუერთდა ხელოვნების სახლი „ჰორიზონტი“, რომლის აღსაზრდელებმაც მინი პერფორმანსით საკუთარი მხარდაჭერა გამოხატეს აქციის და მწვანე პლანეტის მიმართ. ბრიტანეთისა და იტალიის საელჩოების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს მცენარეთა დარგვის პროცესში. 

ღონისძიება განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და ჩართულობით. მათ აღუთქვეს დეპუტატს, რომ ადგილზე სკვერისათვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურაც შეიქმნება.

ტეგები