"ვერ ამოყავდათ დაჩეხილი ხალხი, სამაშველო, სასწრაფო , სახანძრო ეკიპაჟები იყვნენ" - საშინელი ავარია გლდანის ხიდებთან
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2018 18:53
"ვერ ამოყავდათ დაჩეხილი ხალხი, სამაშველო, სასწრაფო , სახანძრო ეკიპაჟები იყვნენ" - საშინელი ავარია გლდანის ხიდებთან

გუშინ, გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილ ავტობაზრობასთან ახლოს საშინელი ავარია მოხდა, - ამის შესახებ ერთ-ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმაც დაწერა:

„უმძიმეს ავარიას შევესწარი 2 საათის წინ... ვერ ამოყავდათ მანქანიდან საცოდავები იმდენად იყო მანქანა დაკუჭული დაჭეჭყილი იყო ამხელა მანქანა. საცოდაობა ვნახე... სუფრიდან ნასვამი მძღოლი მართავდა ერთ მანქანას და უკან მეორე შეასკდა ერთი სუფრიდან იყვნენ ისიც ნასვამი მძღოლი იყო, მეორეც... ისე კიოდა ერთი გოგო განწირული... სამაშველო, სასწრაფო, სახანძრო ეკიპაჟები, პოლიციის ეკიპაჟები, უბრალო გამვლელი ხალხი გადმოხტნენ და ვერ ატრიალებდნენ დაჭეჭყილ მანქანას და ვერ ამოყავდათ დაჩეხილი ხალხი... თავს ძალით იკლავენ ნასვამი მძღოლი თვითონ იღუპავს თავს და ღუპავს სხვებსაც", - ამ ინფორმაციასთან ერთად ფეისბუქ მომხმარებელმა ადგილიდან ვიდეოებიც ატვირთა. (სამწუხაროდ ვიდეოს წამოღება არასაჯარო ინფორმაციის გამო ჩვენ ვერ მოვახერხეთ)

 

წყარო